კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ძალაშია 03/28/22

 

შესავალი

DsPro (ამ დოკუმენტში მოხსენიებული, როგორც „კომპანია“, „ჩვენ“, ან „ჩვენი“) პატივს სცემს ჩვენი მომხმარებლების კონფიდენციალურობის უფლებებს და ღებს პასუხისმგებლობას დაიცვას თქვენი პირადი ინფორმაცია.

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა აწვდის მომხმარებელს ინფორმაციას თუ როგორ ხდება მომხმარებლისგან პირადი მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების შესახებ. დოკუმენტი განმარტავს, თუ როგორ ვამუშავებთ მონაცემებს და რა უფლებები აქვს მომხმარებელს პროცესში. მომხმარებლები იღებენ გაფრთხილებას, რომ მათი პერსონალურ მონაცემები გროვდება ან პროცესის დაწყებამდე ან შეგროვების პროცესში. თანხმობის გარეშე, ჩვენ არ გამოვიყენებთ მომხმარებელთა მონაცემებს რაიმე მიზეზით.

ეს პოლიტიკა ვრცელდება DsPro ვებსაიტზე და არეგულირებს მონაცემთა შეგროვებას და გამოყენებას მხოლოდ ჩვენს საიტზე. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ვრცელდება იმ კომპანიების ან მესამე პირების კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, რომელთანაც შეიძლება დაამყაროთ კავშირი ჩვენი ვებსაიტიდან (მაგ. რაიმე ლინკზე გადასვლით).

 

პერსონალური მონაცემების შეგროვება

DsPro აგროვებს პერსონალურად იდენტიფიცირებულ მონაცემებს როდესაც თქვენ იყენებთ ვებსაიტზე ფუნქციას „მიიღე შეთავაზება“ ან ავსებთ რომელიმე ფორმას, ან იღენებთ “დაგვიკავშირდით” ღილაკს. ამ შემთხვევებში თქვენ სთხოვთ ვებსაიტს რომ დაგაკავშიროს ჩვენს ქსელში არსებულ სერვისებთან და გვაძლევთ უფლებას დაგიკავშირდეთ თქვენი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 

ინფორმაცია, რომელსაც თქვენ აგზავნით ამ მოთხოვნების ფარგლებში, გამოიყენება DsPro ოპერატორების მიერ, რათა მოგაწოდოთ ჩვენი სერვისები და შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი ქსელიდან „ციტატების“ შესაგროვებლად. ჩვენი ბიზნესის ტიპიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს მოგვაწოდოთ გარკვეული პერსონალური ინფორმაცია რათა სერვისებზე წვდომა მიიღოთ. DsPro და მისი წარმომადგენლები ყოველთვის მაქსიმალურად ეცდებიან დაიცავენ თქვენს კონფიდენციალურობა. ჩვენ წლებია ვინარჩუნებთ მაღალ სტანდარტებს და ყოველთვის დიდი რუდუნებით ვუდგებით მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემთა დაცულობას.

ტენდენციების შესაფასებლად ასევე ვაგროვებთ არაპერსონალურად იდენტიფიცირებად მონაცემებს. ეს ინფორმაცია გამოიყენება ვებსაიტის ადმინისტრირებისთვის, მომხმარებელთა თვისებებისთვის თვალყურის დევნებისთვის და ჩვენი მომხმარებლების ბაზის დემოგრაფიული სურათის შედგენისთვის.

თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები შეიძლება შეიცავდეს:

  • იმ ინტერნეტ დომენს, რომელსაც იყენებთ ვებსაიტზე შესასვლელად;
  • ინფორმაციას რომელსაც გვაწვდით ვებსაიტზე “დაგვიკავშირდით” ველის შევსებისას;
  • თქვენს IP-მისამართს; 
  • რომელ ინტერნეტ-ბროუზერს იყენებთ ვებსაიტზე შესასვლელად (მაგ. Chrome, Firefox, Microsoft Edge);
  • რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ კომპიუტერზე რომლიდანაც ვებსაიტზე შედიხართ (მაგ. Windows, Mac OS, Unix);
  • ვებსაიტის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების დეტალებს;
  • ვებსაიტზე შესვლის თარიღსა და დროს; 
  • იმ გვერდების URL-ებს რომლებსაც ვებსაიტზე ეწვევით; 
  • ლოგინი, რომელიც გამოიყენეთ ვებსაიტზე შესასვლელად;
  • თუ გქონდათ რამე ინტერაქცია მესამე მხარის ვებსაიტებსა და სერვისებზე განთავსებულ ჩვენს რეკლამასთან ან/და აპლიკაციებთან (იმ შემთხვევაში თუ ეს რეკლამა/აპლიკაცია მოიცავს ბმულს ამ დოკუმენტზე).

 

შეგროვებული მონაცემების გამოყენება

თქვენი პერსონალური და არაპერსონალური იდენტიფიცირებადი ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ჩვენს თანამშრომლებთან ან წარმომადგენლებთან, ჩვენი ვებსაიტის გამოყენებისა და სერვისების მუშაობის ზოგადი სტატისტიკის ფარგლებში. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ სერვისების მიწოდების მაღალი ხარისხი ყველაზე უსაფრთხო გზით. ზოგადი სტატისტიკა ჩვენი ვებსაიტის გამოყენების შესახებ სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

როგორ გამოიყენება ჩვენს მიერ შეგროვებული მონაცემები: 

  • ჩვენი ვებსაიტის უზრუნველყოფა, ოპერირება და შენარჩუნება;
  • სერვისების გაუმჯობესება, პერსონალიზაცია და გაფართოება;
  • ახალი სერვუსებისა და ფუნქციების შესაქმნელად და ვებსაიტის შესაძლებლობების გასაფართოებლად;
  • იმის გასაგებად და შესაფასებლად, თუ როგორ იყენებს მომხმარებელი ჩვენს ვებსაიტს;
  • თქვენთან კომუნიკაცია, პირდაპირ ან ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორის მეშვეობით, სხვადასხვა მიზეზით. მათ შორის მომხმარებელთა მხარდაჭერის, ვებგვერდის განახლებებისა და სხვა ინფორმაციის მოწოდებით, მარკეტინგისა და სარეკლამო მიზნებით.
  • თქვენთვის ე-მეილების გამოსაგზავნად;
  • თაღლითობის აღმოჩენა და თავიდან აცილება.

 

პერსონალური მონაცემების გაზიარება და გამჟღავნება

DsPro არ უზიარებს მომხმარებლის ინფორმაციას (მაგ. ელ.ფოსტების სიებს) მესამე პირებზე. თქვენი პირადი ინფორმაცია არ გადაეცემა სხვა ადამიანებს ან არაშვილობილ კორპორაციებს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჭიროა მათი ჩართულობა იმისთვის, რომ მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი სერვისები და გვაქვს ამაზე თქვენი თანხმობა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება მესამე მხარის მეშვეობით, რის გამოც ისინი შეიძლება გამჟღავნდეს შემდეგ გარემოებებში:

  1. როცა მესამე მხარე დამხმარე კომპანიაა, რომელიც ჩვენს ბიზნესს ეხმარება გარკვეული სერვისების მოწოდებაში. ჩვენი სერვისის პროვაიდერებს ეძლევათ წვდომა კლიენტების აქაუნტებსა და სერვისის მონაცემებზე გონივრულ ფარგლებში, რათა შეძლონ სერვისების შესაბამის დონეზე მოწოდება. ეს მესამე პირები დებენ მომსახურების ხელშეკრულებას და ექვემდებარებიან კონფიდენციალურობის ვალდებულებებს მის ფარგლებში. 
  2. ჩვენ შეიძლება დავიქირაოთ მესამე მხარის ანალიტიკის პროვაიდერები, რათა დავამატოთ ვებსაიტზე ახალი ფუნქციები და გავაუმჯობესოთ არსებული, სერვისები. ამ შემთხვევაში მათ შეიძლება დაგვჭირდეს მათთვის შეგროვილი მეტრიკებისა და თქვენს მიერ სერვისების გამოყენების შესახებ. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი რომელიც მათ გადაეცემათ იქნება ანონიმური. 
  3. სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების და კანონის დაცულობის უზრუნველყოფისთვის.  
  4. მონაცემები შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გამოგიგზავნოთ პერიოდული შეტყობინებები სერვისების, ღონისძიებებისა და სხვა იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც, ჩვენი აზრით, თქვენთვის სასარგებლო ან საინტერესო იქნება.
  5. მონაცემები შეიძლება გავუზიაროთ გადახდის პროცესორ კომპანიებს/პირებს, რომლებიც ამუშავებენ თქვენ საკრედიტო/სადებეტო ბარათებს და სხვა საგადამხდელო ინფორმაციას კომპანიის სახელით. თუმცა მათ არ აქვთ უფლება შეინახონ ან რაიმე სხვა დანიშნულებისთვის გამოიყენონ ეს მონაცემები. 

ყველა აღწერილ შემთხვევაში მონაცემთა გაზიარების წესები გათვალისწინებულია მომსახურების ხელშეკრულებებში, რომლებიც იძლება გარკვეულ გარანტიებს რომ თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა დაცული იქნება. Უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ..

 

ქუქისები

კონფიგურირებადი და პერსონალიზირებული სერვისების შეთავაზებისა და მიწოდების ფარგლებში, ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს ქუქისების გამოყენებით. ქუქი-ფაილები მონაცემთა პატარა ნაკრებებია, რომლებიც გადაეცემა და ინახება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს ვებსაიტს.

 

რატომ ვიყენებთ ქუქის?

DsPro იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა ვნახოთ ზუსტად როგორ იყენებთ ვებსაიტს და ზოგჯერ განვაახლოთ თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია. ეს საშუალებას გვაძლევს დავიმახსოვროთ თქვენი წინა ძიებები ვებსაიტზე და სამომავლოდ მოვახდინოთ ძიებისას შედეგების ოპტიმიზაცია.

ქუქი-ფაილები ასევე გამოიყენება გარკვეული მონაცემების დასამახსოვრებლად, მაგალითად: თქვენი ელ. ფოსტის მისამართი, სახელი, შესყიდვების და რეგისტრაციის ინფორმაცია. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენს საიტზე გარკვეული ფორმების მეორედ შევსება უფრო სწრაფი და მარტივი იქნება. , ქუქი-ფაილების საშუალებით ვაფასებთ, ვაკვირდებით და ვაანალიზებთ ჩვენი საიტის და მისი ტრაფიკის შაბლონების გამოყენებას უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილებისთვის.

თუ არ ხართ თანახმა ქუქისების გამოყენებაზე, უნდა გამორთოთ ისინი თქვენი ინტერნეტ-ბროუზერის პარამეტრებში. გაითვალისწინეთ, რომ ქუქისების გარეშე ვებსაიტის გარკვეული სერვისების გამოყენება შეიზღუდება. 

 

სოციალური მედია

სოციალური მედია-პლატფორმები, როგორიცაა მაგ. Facebook, და მისი ფუნქციური ღილაკები „Like“ და „Share This“, ხელმისაწვდომია ჩვენს ვებსაიტზე. როდესაც თქვენ იყენებთ ამ ფუნქციებს, მათ შეიძლება გადაეცეთ თქვენი IP მისამართი, ინფორმაცია იმაზე რომელ გვერდებს ესტუმრეთ ჩვენს ვებსაიტზე, და ქუქი ფაილის გამოყენების საშუალება, გამართულად სამუშაოდ. 

ჩვენი ვებსაიტები უწევს პირდაპირ ჰოსტინგს სოციალური მედიის ინსტრუმენტებსა და ვიჯეტებს. ამ ფუნქციების უზრუნველყოფისას კომპანია გიგზავნით კონფიდენციალურობის შეტყობინებად, რომელიც არეგულირებს მათთან თქვენს ურთიერთობას.

 

უსაფრთხოების ზომები

მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცულობის უზრუნველსაყოფად DsPro-მ სხვადასხვა სახის უსაფრთხოების ზომები დანერგა. ეს ზომები საჭიროა თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციას დაკარგვისგან, ბოროტად გამოყენებისაგან და არაავტორიზებული ცვლილებისგან დასაცავად.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ თქვენს მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომა, მათი გამოყენება, მოდიფიკაცია, გამჟღავნება ან განადგურე დაინერგა შესაბამისი ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფიზიკური ზომები.

ეს დამცავი ზომები მოიცავს:

  • წვდომის შეზღუდვას ჩვენს სერვერზე და პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელიც ზედ ინახება ლოგ-ინის პროცესის გამოყენებით; 
  • ინფორმაციაზე სრული წვდომის შეზღუდვას პაროლით და/ან უსაფრთხო დიგიტალური გასაღებით;
  • ფაერვოლით დაცულ მონაცემთა ცენტრებში შენახულ აპარატურას;.
  • გარკვეულ ინფორმაციებზე წვდომის შეზღუდვას ლოკაციის მიხედვით.

 

მნიშვნელოვანია: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მთელი ძალებით ვზრუნავთ თქვენი ინფორმაციის დაცულობაზე, არავის შეუძლია 100% უსაფრთხოების გარანტეირება, როდესაც საქმე ინტერნეტით გაგზავნილი მონაცემებს ეხება. ამიტომ ყურადღებით იყავით და სიფრთხილე გამოიჩინეთ მონაცემების ინტერნეტით გაზიარებისას. 

 

თქვენი უფლებები

მონაცემთა კონფიდენციალურობის კანონმდებლობა განსაზღვრავს მომხმარებლების უფლებებს მათ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ თქვენ სრულად აცნობიერებთ რას მოიაზრებს თქვენი მონაცემთა დაცვის უფლებები. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს მონაცემებზე წვდომა, მათი შეცვლა ან წაშლა ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

კონკრეტულად, მას შემდეგ რაც მოახდენთ თქვენი იდენტობის ვერიფიცირებას და დაამტკიცებთ, რომ მონაცემები ნამდვილად თქვენია გეძლევათ უფლება::

  • მოითხოვოთ წვდომა თქვენი პერსონალური მონაცემების ასლებზე
  • მოითხოვოთ ნებისმიერი არასწორი ინფორმაციის შესწორება (თუ გაქვთ მტკიცებულება რომ ინფორმაცია ნამდვილად არასწორია). ასევე გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ არსებულ ინფორმაციაში ხარვეზების აღმოფხვრა, ან არასრული ინფორმაციის შევსება დამატებითი დეტალებით.
  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა ჩვენი ბაზიდან.

 

არასრულწლოვანი მომხმარებლები

ბავშვებისათვის უსაფრთხო ინტერნეტ-გარემოს შექმნა DsPro-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი სერვისები არ არის გათვლილი არასწრულწლოვან პირებზე და შესაბამისად, მათ არ აქვთ უფლება მოგვაწოდონ პერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მშობლის ან მეურვის ნებართვის გარეშე.

Ჩვენ ვურჩევთ მშობლებსა და მეურვეებს ყურადღება მიაქციონ არასრულწლოვანათა ონლაინ აქტივობებს. თუ გაქვთ ეჭვი რომ თქვენმა შვილმა შემთხვევით მიაწოდა ჩვენს ვებსაიტს პერსონალური ინფორმაცია, სასწრაფოდ შეგვატყობინეთ, რათა ეს ინფორმაცია ჩვენი ჩანაწერებიდან წაიშალოს. 

 

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

DsPro იტოვებს უფლებას შეცვალოს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ნებისმიერ დროს. ასევე, ვიტოვებთ უფლებას შევიტანოთ ცვლილებები კონფიდენციალურობის განცხადებაში. ეს გვერდი მუდმივად განახლებადია. ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ, თუ შესაბამისი სერვისის გამოყენებას დასთანხმდებით.

 

დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ დამატებითი კითხვა ან პრეტენზია ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ან გსურთ მიიღოთ ჩვენი უახლესი კონფიდენციალურობის პოლიტიკის დამატებითი ასლი, დაგვიკავშირდეთ ტელეფონით: +1(888) 353-4560 ან მეილით: [email protected].