ანდეთ თქვენი კლიენტის ზარი პროფესიონალებს

დღესდღეობით ჩვენ ქოლ-ცენტის სერვისების ერთ-ერთი საუკეთესო მომწოდებლები ვართ ბაზარზე.

24/7 ხაზზე
24/7 ხაზზე
ჩვენ ვუზრუნველყოფთ 24/7 მხარდაჭერას! ჩვენი სპეციალისტების გუნდი მზად არის კლიენტის ნებისმიერ კითხვას უპასუხოს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
ერთგული გუნდის მომსახურება
ერთგული გუნდის მომსახურება
ჩვენი ერთგული სერვისი გათვლილია მოქნილი და სტაბილური გარემოს შექმნაზე, რათა თქვენ კომფორტულად შეძლოთ თქვენი ბიზნესის გაზრდა და ახალი პროექტების განხორციელება.
ზარზე პასუხის მოკლე დრო
ზარზე პასუხის მოკლე დრო
Ჩვენ ლიდერები ვართ მომსახურების ინდუსტრიაში. Კლიენტების კმაყოფილება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია - და ზარზე სწრაფი პასუხი ჩვენი სერვისის განუყოფელი ნაწილი.
გამჭვირვალობა
გამჭვირვალობა
ჩვენ გვესმის რომ თქვენი ეფექტურობა ჩვენს ეფექტურობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ჩვენი კომპანიის მთავარ საყრდენებს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება წარმოადგენს. ამ საყრდენებზე იდგება და გაიზრდება თქვენი კომპანია.

ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის დისპეტჩერიცაზიის სერვისებს

DsPro ბიზნესებისთვის ქოლ-ცენტის სერვისების ერთ-ერთი საუკეთესო მომწოდებელია დღევანდელ ბაზარზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ერთგული პროფესიონალებით, რომლებიც 24/7 მუშაობენ რათა თქვენს კლიენტს ყოველთვის შეეძლოს ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მიღება. 

DsPro კლიენტებს მაქსიმალურ მოქნილობას და გამჭვირვალობას სთავაზობს. ჩვენი მუშაობა იწყება იმ წამიდან, როდესაც თქვენ თანხმდებით ჩვენს პარტნიორობას. საუკეთესო დისპეტჩის მენეჯმენტის სტრატეგიის შემუშავებისთვის, ჩვენ მუშაობას ვიწყებთ კლიენტის მონაცემების შეგროვებითა და არსებული ბაზრის ანალიზით. ჩვენი დისპეტჩერიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა აღჭურვილია პირდაპირი ზარის ჩაწერის, ყოველკვირეული ანგარიშებისა და სხვა მრავალი ფუნქციით, რომელიც საშუალებას გაძლევთ ეფექტურად აკონტროლოთ თქვენი ბიზნესი.

ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის დისპეტჩერიცაზიის სერვისებს

დისპეტჩერიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა

დისპეტჩერიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა

DSPro სთავაზობს კომპანიებს დისპეტჩის სერვისის ყველა ბენეფიტს იმ მინუსების გარეშე რაც ფიზიკური ოფისის მენეჯმენტს სდევს თან. Ჩვენ მოგაწვდით ყოველკვირეულ, ყოველთვიურ და ყოველწლიურ დისპეტჩის სერვისების ანგარიშს, რათა თქვენ შეძლოთ მაქსიმალურად ეფექტურად მართოთ თქვენი ბიზნესი.

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობის ეფექტურობა ყოველთვის მაღალია, ჩვენ ვიყენებთ 2 პროგრამას, რომელიც საშუალებას გაძლევთ ადვილად მართოთ პროცესი. თითოეული მათგანი სამუშაოს კონკრეტულ ასპექტს ემსახურება, რაც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.

პირველია CRM (მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი) პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად მართოთ თქვენი გუნდი აქ DsPro-ში. პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია დავალებების გადანაწილება ჯგუფის წევრებზე, სთქვენი სფეროს

სპეციფიკაზე გათვლილი სტრატეგიის დანერგვა და შესრულებული სამუშაოს შესახებ სრული სიღრმისეული რეპორტინგი საჭირო სიხშირით.

მეორე არის ღია კოდის სატელეფონო ოპერაციული სისტემა, რომელიც ამუშავებს თქვენს შემომავალ ზარებს. ეს საშუალებას იძლევა მინიმალური შეფერხებით მივიღოთ ზარების დიდი რაოდენობა, აუმჯობესებს ჩვენსა და კლიენტებს შორის კომუნიკაციის ხარისხს და გაძლევთ სრულ წვდომას ზარებზე ნებისმიერ დროს, ასე რომ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იყოთ მომხმარებელთა საჭიროებებისა და მოთხოვნების სათავეში. ყოველთვის შეგეძლებათ დაინახოთ, ვინ არის შესული სისტემაში, მოისმინოთ ზარები პირდაპირ ეთერში და აუცილებლობის შემთხვევაში ზარის კონტროლი თქვენს თავზე აიღოთ.

დაწყება

მცირე მიმოხილვა იმისა, თუ როგორ ვუდგებით თითოეულ ახალ პროექტს
აირჩიე
აირჩიე
  • შენი გუნდი
  • სამუშაო გაიდლაინი
  • მუშაობის მეთოდი
  • სამუშაო განრიგი
დაგეგმე
დაგეგმე
  • განსაზღვრე სამუშაო სტრატეგია
  • შეაგროვე კლიენტთა მონაცემები
  • ჩატარებული კვლევის ანალიზი 
  • გუნდური მუშაობა კლიენტთან
მიიღე
მიიღე
  • პროფესიონალი გაყიდვების გუნდი
  • მაღალხარისხიანი დისპეჩის მენეჯმენტი
  • საუკეთესო მომსახურება კლიენტებისთვის
  • სულიერი სიმშვიდე შენთვის

ხშირად დასმული შეკითხვები

თუ სერვისთან დაკავშირებით კითხვები გაგიჩნდათ - შესაძლოა ქვემოთ მოცემულმა კითხვარმა დააკმაყოფილოს თქვენი ცნობისმოყვარეობა.
რა არის ქოლ-ცენტრი და რაში მჭირდება?

ქოლ-ცენტრი პასუხობს თქვენი კლიენტების ზარებს და გიგზავნით საჭირო ინფორმაციას. თუ სატელეფონო ზარებზე პასუხის მუდმივი საჭიროება თქვენს ყოველდღიურ ოპერაციებს აყოვნებს, მაშინ გჭირდებათ ცალკე თანამშრომლები, რომელიც ამ ზარებს უპასუხებს. თუ მსგავსი თანამშრომლები არ გაქვთ და არც მომავალში გსურთ დაქირავება - მაშინ პრობლემას ქოლ-ცენტრის მომსახურების გამოყენება მოგიგვარებთ. Საზოგადოდ, ჩვენნაირი ქოლ-ცენტრები კონკრეტულ ინდუსტრიებზე სპეციალიზირდებიან. ჩვენი ოპერატორები უპასუხებენ ზარებს, თქვენ კი საქმეზე შეგიძლიათ კონცენტრირება.

რომელ ბიზნესებს შეუძლიათ თქვენი მომსახურებით სარგებლობა?

ბიზნესების სია, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით საკმაოდ ფართოა: ზეინკლები, სანტექნიკოსები, ელექტრიკოსები, ხელოსნები, ტექნიკის სარემონტო მაღაზიები, ავტო მომსახურება, ღონისძიებების დაგეგმვა და ა.შ.

იმის გასარკვევად, ვრცელდება თუ არა ჩვენი ექსპერტიზა თქვენს სფეროზე - დაგვიკავშირდით და მოგაწვდით იმ სფეროების სრულ სიას, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ. გაითვალისწინეთ, რომ თანამშრომლობის დაწყება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც თუ თქვენი სფერო ჩვენს სიაში არაა - DSPro-ს აქვს მცირე ბიზნესების ზარების მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილება და არ ეშინია ახალი გამოწვევების. დაგვირეკეთ და დღესვე დავიწყოთ თანამშრომლობის დაგეგმვა!

თქვენმა ოპერატორებმა ნამდვილად იციან ჩემი სფეროს ტექნიკური ასპექტები?

რასაკვირველია! DsPro შეგირჩევთ გუნდს რომელიც უკვე ნაცნობია თქვენი სფეროს დეტალებთან. გუნდის წევრები მუდმივად გადატრენინგდებიან რათა იყვნენ სფეროს უახლესი ტენდენციებისა და თქვენი ბიზნესის საჭიროებების კურსში. ჩვენი პარტნიორობის დაგეგმვის პროცესში აუცილებლად ძირეულად შევაგროვებთ აქტუალურ ინფორმაციას და ჩავატარებთ სფეროს სიღრმისეულ კვლევას რაღა უზრუნველვყოთ საუკეთესო ხარისხის მომსახურების მიწოდება თქვენი კლიენტებისთვის.

რა ხდება როდესაც ოპერატორი ზარს პასუხობს?

ზარზე პასუხისას ოპერატორები აგროვებენ რელევანტურ ინფორმაციას თქვენს კლიენტზე: პრობლემა, ადგილმდებარეობა, სახელი, და საკონტაქტო მონაცემები. ეს ინფორმაცია შემდეგ გადმოგეცემათ თქვენ - ან პირდაპირ თქვენს საველე ტექნიკოსს, როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ.

ტელეფონის ნომერი შესაცვლელი მექნება?

არა, ტელეფონის ნომრის შეცვლა საჭირო არაა. ჩვენ მოგანიჭებთ ნომერს რომელზეც შეგეძლებათ შემომავალი ზარების გადმომისამართება. მეტი ინფორმაციის მისაღებად - დაგვიკავშირდით.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ტექნიკური ხარვეზი აღმოცენდა ან ელექტრომიწოდება გაითიშა?

ჩვენ ზარებს ფორს-მაჟორულ სიტუაციებშიც ვპასუხობთ: ოფისი აღჭურვილია ყველა მოწინავე ინტერნეტ-პროვაიდერის სარეზერვო ასლებით და 2 გენერატორით, რომლებსაც შეუძლიათ საათობით მიაწოდონ ოფისს ელექტროენერგია, მიწოდების გათიშვის შემთხვევაში.

რა ღირს თქვენი მომსახურება?

დამოკიდებულია მომსახურების რომელ პაკეტს აირჩევთ. თუ შემომავალი ზარების რაოდენობა მცირეა, გირჩევთ ზარებისთვის ინდივიდუალური გადახდის ვარიანტს. დატვირთული გრაფიკის შემთხვევაში კი შეგვიძლია შემოგთავაზოთ პერსონალური გუნდის მომსახურება საათობრივი ანაზღაურების საფუძველზე. თუ გსურთ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება - დაგვიკავშირდით.

თუ უნდა შევიძინო ან დავაყენო რაიმე აღჭურვილობა თქვენს კომპანიაში ზარების გადმოსამისამართებლად?

არა, არაფრის შეძენა არ გჭირდებათ. ყველაფერზე ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენ აწი უბრალოდ გვენდეთ და დაისვენეთ.

    დაგვიკავშირდით

    Მოგვიყევით თქვენს მომავალ პროექტზე, ჩვენ კი გაგაცნობთ როგორ შეგვიძლია დახმარება

    სავალდებულოა მონიშნული (*) ველების შევსება